ხელოვნების სასახლეში მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

2 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლე მარინა ივანიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს,  მარიან ივანიშვილი არის მოქანდაკე, გრაფიკოსი და ხატმწერი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქანდაკებები და გრაფიკული ნამუშევრები.
მარინა ივანიშვილმა 1970-1876 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი).
მას ჰქონდა 22-მდე ჯგუფური და 3 პერსონალური გამოფენა: 1999 – გალერეა “ორიენტი”,  1997 – ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა, (ექსპოზიცია საჩუქრად გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას, რათა საფუძველი ჩაყროდა ბიბლიოთეკის კოლექციას).
1991 წელს მარინა ივანიშვილის გამოფენა გაიმართა ჰამბურგში ქალთა კულტურის ცენტრში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და ყოფილი სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში /ჯონატან პული, ფედერიკო მაიორი, პიერ პუპარი, ა. შტენზელ, რ. ოატ, ს. ზურაბაშვილი, თ. ჯორჯაძე, ვ. ქუთათელაძე, ალ. ფლორენსკი, გ. ზალდასტანიშვილი, თ. იაკობაშვილი, ბ.ივანიშვილი, ალ. ბატონიშვილი, დ. იოსელიანი და სხვათა კოლექციები.
მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 აპრილიდან 10 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები