„ფაროსანასთან დაკავშირებით “როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლის ვარაუდი საღ აზრს მოკლებულია”

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკა მესხიძის განცხადებით, “როსსელხოზნადზორის” ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს მოკლებულია.

როგორც ნიკა მესხიძემ აღნიშნა, აზიური ფაროსანას პრობლემა არსებობს მრავალ ქვეყანაში და ეს კარგადაა ცნობილი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან.

„რუსულ პრესაში “როსსელხოზნადზორის” ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული. აზიური ფაროსანას პრობლემა არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ა.შ. ეს კარგადაა ცნობილი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფაროსანას თემაზე ქართველი ექსპერტები მზად არიან იქონიონ ურთიერთობა მეზობელი სახელმწიფოს, მათ შორის, რუსეთის სპეციალისტებთან“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

გამორიცხული არ არის, რომ აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი – ოსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივნის, იულია მელანოს აღნიშნული განცხადება გაზეთ РГ- ში გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, “საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატირიაა, რომლებიც რით არიან დაკავებული, უცნობია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები