პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა, საიდაც ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის მთავარ კონკურსზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პეკინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award-ის მოპოვების შესაძლებლობა ანა ურუშაძის ფილმს – “საშიშ დედას” და მარიამ ხაჭვანის ფილმს – “დედეს” ექნებათ.
კინოფესტივალის სექციაში “პანორამა” ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი “სავარძელი”.
ფილმების ჩვენების პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” კინოფესტივალზე საქართველოს სტენდს წარადგენენ. ქვეყნის კინოგადაღებების კუთხით პოპულარიზაციისა და ქართული კინოს ჩინეთის ბაზარზე გატანის მიზნით გაიმართება არაერთი ინდუსტრიული შეხვედრა.
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი წლეულს, 15-22 აპრილს, გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები