ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატვით, შაბათს, 31 მარტს, სამედიცინო კლინიკა “ვივა მედში“ უფასო სამედიცინო მრავალპროფილური გამოკვლევები ჩატარდება.

პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები კლინიკა „ვივა მედის“ 10:30 საათზე ესტუმრებიან.

სამედიცინო გამოკვლევები არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“  ორგანიზებით ჩატარდება. საერთო ჯამში ერთი დღის მანძლზე კი მედიკოსები  ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 220 მოქალაქეს გამოიკვლევენ.

კლინიკაში მისულ მოქალაქეებს გამოკვლევა შეეძლებათ შემდეგ სპეციალისტებთან: ექოსკოპისტი, ნევროლოგი, პედიატრი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, მამოლოგი, გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, უროლოგი, ტრავმატოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი-ანგიოლოგი, გინეკოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ზოგადი ქირურგი, რენტგენოლოგი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი.

სამედიცინო კლინიკა „ვივა მედი“ „ლანცეტის” ყოფილს შენობაში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.-ზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები