საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ ჰამბურგში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება

2 აპრილს, ჰამბურგის ცნობილ საკონცერტო დარბაზში – Elb-Philharmonie ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს 1.tv.ge-ს ინფორმაციით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, კონცერტს გამართავს, რომლითაც საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ დაიხურება.
კონცერტის სოლისტი გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი იქნება. შესრულდება გია ყანჩელისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები, ასევე გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების, Silver Sun პრემიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები