მოსწავლე გოგონა სკოლის მოძრავი ავტობუსიდან გადმოვარდა – რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, მოძრავი ავტობუსიდან გოგონა გადმოვარდა. 15 წლის მოზარდმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა სკოლის ავტობუსში იმყოფებოდა, რა დროსაც მოზარდმა ხელი ავარიულ ღილაკს დააჭირა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კარის გაღება და მოზარდის გადავარდნაც სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები