ეკა მესხიძე პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს: სასამართლო გამოავლენს დამნაშავეს

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ეკა მესხიძე, საჯარო რეესტრის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
მესხიძის თქმით, ის მზადაა, საქმე სასამართლოში გაგრძელდეს.
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ის, რომ პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა, იყო პასუხი ყველა იმ ცრემლისთვის, ყველა იმ ტკივილისთვის, რაც მან ადამიანებს მიაყენა, კონკრეტულად, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს. ღიად მინდა ვთქვა, რომ ადამიანები მწერენ, მირეკავენ და მადლობას მიხდიან, რომ ისინი გათავისუფლდნენ მისი საშინელი გარემოცვიდან. რაც შეეხება ბრალდებებს, აბსურდულია, ჩემი მეუღლის თემას არანაირი კავშირი არ აქვს იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, ეს უკვე დადასტურებულია სახალხო დამცველის მიერ. რაც შეეხება სასამართლო დავას, თუ ის ჩივილს აპირებს, მზად ვარ. შევხვდებით სასამართლოში და სასამართლო გამოავლენს დამნაშავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის რთული იყო ამ ამბის გახმაურება, ამ ნაბიჯს არ ვნანობ, ვინაიდან ეს შეიძლება სტიმული იყოს სხვა ადამიანებისთვის, ვინც დღეს ხმას არ იღებს, ისევ დუმს და ითმენს ჩაგვრას, შეურაცხყოფას, დამცირებას”, – აცხადებს ეკა მესხიძე.
პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურად შევწიროებაში დაადანაშაულა.
პაპუნა უგრეხელიძემ დღეს თანამდებობა დატოვა.
ის აცხადებს, რომ შანტაჟის და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის საჩივრით, სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები