პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ საერთაშორისო ჯილდოს “Leader of the Year“ მფლობელი გახდა

პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს, “Leader of the Year“-ის მფლობელი გახდა.
ბიზნეს დაჯილდოვება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ საქართველოს მასშტაბით სტატისტიკურად რანჟირებულ NBR კავშირის ტოპ რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე მყოფ კომპანიებს შორის გამოვლენილ საუკეთესო კომპანიებს გადაეცემათ, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით და საქართველოს სოციოლოგიური კვლევების ჯგუფ G.P.G-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით.
შეგახსენებთ, ბრიტანეთში, 2017 წელს, საერთაშორისო კონკურსზე პირველმა ქართულმა ვისკიმ Jimsher ოქროს მედალი დაიმსახურა. კონკურსზე The Travel Retail Masters 2017 -ზე Jimsher დასახელებულ იქნა მსოფლიო 10 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის (The top 10 best value for money travel retail spirits).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები