“საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ბათუმში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქ. ბათუმში საკალათბურთო კლუბ „ბასკოში“ კალათბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ალიკა დვალაშვილმა და ლევან მურვანიძემ სპეციალური სიგელები გადასცეს, ხოლო გამარჯვებული გუნდი „საზოგადოებრივი პროკურატურის“ თასით დაჯილდოვდა.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები