ანა ნაცვლიშვილი: სამწუხაროა, რომ პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

“იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი ქალია, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში კი, ქალები მხოლოდ 16 %-ია, ადგილობრივ თვითმმართველობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. ეს სურათი, უბრალოდ, უსამართლოა და აუცილებელია, მისი შეცვლა. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე წლებია საუბრობს კვოტირების შემოღების აუცილებლობაზე.

ეს იდეა აქტიურად იყო საზოგადოებაშიც, აქტიურად მუშაობდნენ ადამიანები და 30 000- ზე მეტმა მოქალაქემ შეაგროვა ხელმოწერა და მიმართა პარლამენტს, რომ ეს უსამართლო სისტემა შეცვლილიყო და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები