პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.
კანონპროექტს 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14-მა კი წინააღმდეგ მისცა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესატანად საჭირო იყო 75 ხმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი მომავალ კვირას აუცილებლად დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს და კანონპრორექტის ინიცირებას უმრავლესობა მოახდენს.
„მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ორგანული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. პრინციპი იქნება იგივე – 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ დღეს უარყოფილ იქნა, 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. წარდგენილი კანონპროექტი არჩევნებზე ისეთი პროპორციული სიის წარდგენას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები