ირაკლი კობახიძე: აუცილებლად მივიღებთ კანონპროექტს, რომლითაც გენდერული კვოტირება გათვალისწინებული იქნება

“ჩვენ, მომდევნო კვირაში, უმრავლესობის სახელით,  აუცილებლად დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ განაცხადა, რაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით არ იქნა მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში გარკვეული საკითხები განიხილება და პოზიციების შეჯერების შემდგომ, ახალ კანონპროექტს  საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„დისკუსია იყო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კვოტირება ზოგადია პრინციპი, თუმცა საუბარი იყო კვოტების გადანაწილებაზე პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის, ასევე საუბარი იყო გარკვეული ვადით ამ კვოტირების შემოფარგვლაზე. ეს საკითხები განიხილება, ამაზე შევჯერდებით უმრავლესობაში და ამის საფუძველზე დაინიცირდება ახალი კანონპროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერილი იქნება უმრავლესობის მხრიდან. საერთო სულისკვეთება არის იგივე – ჩვენი ამოცანაა, რომ სულ მცირე 25%-მდე გავზარდოთ შემდეგი არჩვენების საფუძველზე ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში, ხოლო 2024 წლისთვის უკვე ავიდეთ სულ მცირე 33%-იან მაჩვენებელზე. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ეს იყო ასევე წარმოდგენილი კანონპროექტის ამოსავალი წერტილი და ამ სულისკვეთებას დაეფუძნება ჩვენი ინიციატივაც”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები