“ქართული მარშის” წევრებს პატიმრობა შეეფარდათ

„ქართული მარშის” წევრებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოძრაობის ექვსივე წევრის: გიორგი ონიანის, ლადო სადღობელაშვილის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის მიმართ, მოსამართლე დავით კურტანიძემ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.
„ქართული მარშის“ წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ცნობისთვის, 19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გამართეს და არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები