სადღობელაშვილი მოსამართლეს: არ ვარ კრიმინალი, ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს

„მე არ ვარ კრიმინალი. მე, ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს”, – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეს მიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ 5 წევრის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ.
დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ ლადო სადღობელაშვილისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვს.
დაცვის მხარემ სასამართლოს 3 ათასი ლარიანი გირაო შესთავაზა.
სასამართლოს სიტყვით ბრალდებულმა სადღობელაშვილმაც მიმართა.
“მე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ. შეიძლება ჩემი გამოსვლები ხისტი იყოს, თუმცა საფრთხეს არ წარმოვადგენ. ჩემი ქმედება დგომის და ფანჯარაზე დაკაკუნების გარდა, არაფერი იყო. „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მე ხელიც კი მკრა და ახლა ტვინის შერყევა მაქვს. მე, ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს”, – განაცხადა სადღობელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები