ალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა (ფოტო)

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა.
საუბარია პატარა ზომის, BELARUS-152 ტრაქტორზე.
ცნობისთვის, ლუკაშენკომ მარგველაშვილს თბილისში წინა ვიზიტის დროს, 2015 წლის ოქტომბერში სათესლე კარტოფილი აჩუქა. საქართველოს პრეზიდენტმა კარტოფილი დუშეთში დათესა და მოსავალიც აიღო.
ლუკაშენკო თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები