თელავის საკრებულოში დაპირისპირების გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ბაადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მათი დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა.
საკრებულოში პოლიციის თანამშრომელებიც გამოცხადდნენ.
სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს.
მანამდე კი რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობა დღის წესრიგში გაყიდული მიწების პირველ საკითხად გატანას ითხოვდა. მათი თქმით, რუისპირში 45 ჰა საძოვარი ფარულად გაასხვისეს. ხოლო იყალთოში კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება.
ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი გიორგი ბოტკოველი იმყოფებოდა. დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები