მოკლულ ბიზნესმენს და მის მეწილეს შორის დავას საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ შპს „ვარკეთილი 96“ -ს გარშემო საგამოძიებო მოქმედებები ორ სხვადასხვა საკითხზე უკვე დასრულდა.
როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა განაცხადა, შპს „ვარკეთილი 96“ -ს გარშემო, ჯერ კიდევ 2009 წელს გამოძიება დოკუმენტაციის გაყალბებაზე დაიწყო, რომელიც სასამართლოში 2015 წელს გადაიგზავნა.
ამასთან, ვაჟა ფანოზიშვილი ამბობს, რომ უკვე მეორე საქმე 2017 წელს, ფინანსურ დარღვევებზე დაიწყო, რომელიც უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი.
მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში კი საქმეზე ორი პირიც დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის ორივე საქმეში მოკლული ბიზნესმენის ერთ-ერთი მეწილე თემურ პირველი ფიგურირებს.
„აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე. ამ საქმეებთან დაკავშირებით ორი პიროვნება იქნა პასუხისგებაში მიცემული, დეტალებს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვეღარ მოგახსენებთ. ჩვენს უწყებაში გამოძიება დასრულებულია და საქმე იხილება სასამართლოში“, – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები