ადვოკატი: მოკლულ ბიზნესმენსა და მეწილეებს შორის დავის საგანი მოგების განაწილება იყო

მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილსა და ბაზრობის მოწილეებს შორის დიდი ხნის დავა არსებობდა.
როგორც ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, შპს „ვარკეთილი 96“ -ს მეწილეებს შორის დავის საგანი მოგების განაწილება იყო.
“შპს ვარკეთილი 96“-ში უმცირესობაში მყოფი პარტნიორები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას კომპანიის მართვაში მიეღოთ მონაწილეობა, მიეღოთ დივიდენდები და ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლებელია თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, საწარმოს ხელმძღვანელის, ასევე უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების მიერ, რომლებიც ასევე დასაქმებული იყვნენ ამ კომპანიაში. ქარცანაშვილი, ხერგიანი, პირველი ნუცუბიძე, ესენი არიან ის მხარე, ვისაც უმრავლესობა ჰქონდათ კომპანიაში და კრებებზეც , შესაბამისად, გადაწყვეტილებებს უმრავლესობის სახით ეს პირები იღებდნენ“, – აცხადებს ნუგზარ კახიძის ადვოკატი პაატა სალია.
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად:
ნუგზარ კახიძე შპს „ვარკეთილი 96“- ში 15-პროცენტიან წილს ფლობდა.
შპს „ვარკეთილი 96“ -ის დირექტორი პაატა ნუცუბიძეა, რომელიც ამავე ორგანიზაციაში 7, 5-პროცენტიანი წილის მფლობელია.

დანარჩენი მეწილეების სია ასე გამოიყურება:
გურამ ქაცანაშვილი 20% ,
იათამზე ქავთარაძე 5% ,
თემური პირველი 30% ,
ნესტან თოდუა 5%
გენრიხ ხერგიანი 2.5% ,
მზევინარი ხერგიანი 15%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები