„წითელ ხიდზე“ დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი”, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ბ.რ-სა და კ.ა-ს კუთვნილი ხელბარგი შეამოწმეს.
ოფიცრებმა დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 138,34 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11,040.62 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,040.62 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები