დმანისში, დეპუტატმა მოქალაქე სცემა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის რაიონის სოფელ დიდ დმანისში მომხდარი ცემის ფაქტზე გამოძიება, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.

მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შ. ა.-მ მოქალაქე მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდაცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, პოლიციამ უკვე გამოკითხა როგორც დაზარალებული მოქალაქე, ისე საკრებულოს წევრი. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები