“ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

“ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ. ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი, სასჯელის სახით, პატიმრობას ითვალისწინებს.
ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებსაც ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული მარშის” წევრები ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას და კომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მათ გადაადგილება გარკვეული დროით ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები