კატერინა მატერნოვა: 4-პუნქტიანი გეგმა წარმატებულია, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კი, საქართველო სამაგალითოა

“მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა წარმატებულია, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კი, საქართველო სამაგალითოა”, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ახალი საინვესტიციო გეგმა საქართველოს არსებით და ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არსებითი, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა, კერძოდ კი, ყურადღება გავამახვილეთ ახალ ინსტრუმენტზე – ევროკავშირის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოვლისმომცველ გარანტიებს კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, ჩვენ ვიმუშავებთ 5 ძირითადი მიმართულებით ჩვენი პარტნიორების – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების განვითარების ბანკების მეშვეობით, რომელთა დახმარებითაც უზრუნველვყოფთ კერძო სექტორს გარანტიებით. შერჩეულია ხუთი მიმართულება: ენერგოეფექტურობა, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, ციფრული ეკონომიკა, ე.წ. კიბერქალაქები (smart cities) და მდგრადი სოფლის მეურნეობის სექტორი. გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის“, -აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები