კახა კალაძე: „სითი პარკის” 120 თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდება

“მინდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვთხოვო, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც “სითი პარკში” მუშაობდა, აიყვანოს სამსახურში”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “სითი პარკის” თანამშრომლებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის.
“მინდა შევეხო კომპანია „სითი პარკის“ თანამშრომლების ბედს და საკითხს. ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, ნებისმიერი ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესენი არიან ძირითადად ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს ვავალებ, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. ვგულისხმობ დახაზვას, საპარკინგე ნიშნების მოწყობას და ასევე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თუ არის რაიმე საჭირო და დამატებით შესაძენი, რომ უპრობლემოდ გავაგრძელოთ მუშაობა 10 აპრილიდან, ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები