სანდრო ბრეგაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს – მას პოლიციაში კვლავ დაკითხავენ

„ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერს სანდრო ბრეგაძეს „რუსთავი 2“ -ს შენობასთან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე უახლოეს დღეებში პოლიციაში კვლავ დაკითხავენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას შემდეგ, რაც სანდრო ბრეგაძემ, გუშინ ღუდუშაურის საავადმყოფო დატოვა და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე საათი პასუხობდა.
მათივე თქმით, გამოკითხვის შემდეგ, სანდრო ბრეგაძემ პოლიციის შენობა დატოვა.
„რუსთავი 2- თან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა, რის შემდეგაც მან პოლიციის შენობა დატოვა. სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა. გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, იგი პოლიციაში კვლავ იქნება დაბარებული გამოსაკითხად“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები