ფოთელ მამაკაცს, რომელმაც მეუღლე გულში დანის ჩარტყმით მოკლა, 13 წელი მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.

სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს,  დაახლოებით 11:30 საათზე, ქალაქ ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს – ზ.შ.-ს დანით  გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის  მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვ.რ. დამნაშავედ  სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები