მიხეილ ჯანელიძე საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამოქალაქო პლატფორმის შეხვედრაზე ევროკავშრისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესებზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი განვითარების მხარდაჭერის ხელშეწყობა.
პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს აერთიანებს.
გარდა ამისა, პლატფორმა აერთიანებს ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს.
შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში(GFSIS) გაიმართება.
მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და პლატფრომის თანათავმჯდომარეები რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრი ანდჟეი ადამჩიკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები