ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ ზუდანზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,-აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები