ზუგდიდში, ავტომანქანა ტროტუარზე მყოფ ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანა, ტროტუარზე მყოფ 70 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ჯერ მეორე მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი ტროტუარზე მყოფ ქალს დაეჯახა.
„შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალი რამდენიმე მეტრზე მოისროლა. ის ადგილზე დაიღუპა“, – განაცხადეს თვითმხილველებმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები