ქეთევან ციხელაშვილი: არანაირი ანტიოსური კამპანია არ ყოფილა და არ არის ქართულ საზოგადოებაში
არანაირი ანტიოსური კამპანია არ ყოფილა და არ არის ქართულ საზოგადოებაში, მით უფრო, არცერთი უწყების მხრიდან არ გაკეთებულა მსგავსი განცხადებები, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი “სამხრეთ-ოსეთის” ე.წ დეპუტატ ამირან დიაკონოვის განცხადებას.
მინისტრის თქმით, ეს არის ანტიკრიმინალური, ანტიდანაშაულებრივი და ანტისაოკუპაციო კამპანია.
“არანაირი ანტიოსური კამპანია არ ყოფილა და არ არის ქართულ საზოგადოებაში, მით უფრო, არცერთი უწყების მხრიდან არ გაკეთებულა მსგავსი განცხადებები. ეს არის ანტიკრიმინალური, ანტიდანაშაულებრივი და ანტისაოკუპაციო კამპანია. ძალიან დიდი ხაზია და მათ შორის, წითელი ხაზია გასავლები იმიტომ, რომ თუკი ვინმეს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ასეთი მძიმე, ტრაგიკული შემთხვევები და ადამიანის უფლებების დარღვევები, ზოგადად, ეს არის ის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ამ ხაზების ორივე მხარეს, მათ შორის ცხინვალის რეგიონში, მათ შორის, ეთნიკურად ოსები, ქართველები და განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, ყველა ზარალდება. ბუნებრივია, ასეთი მძიმე შემთხვევები მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული „სამხრეთ-ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა განაცხადა, რომ „საქართველო არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური ვაკქანალიის აგორებისთვის იყენებს“.