თბილისში მოკლული მამაკაცი ნუგზარ კახიძეა, რომელიც ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე იყო

თბილისში მოკლული მამაკაცი ნუგზარ კახიძეა, რომელიც ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე იყო.
არსებული ინფორმაციით, ნუგზარ კახიძე შპს „ვარკეთილი 96“- ში 15-პროცენტიან წილს ფლობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვარკეთილი 96“ -ის დირექტორი პაატა ნუცუბიძეა, რომელიც ამავე ორგანიზაციაში 7, 5-პროცენტიანი წილის მფლობელია.
დანარჩენი მეწილეების სია ასე გამოიყურება:

გურამ ქაცანაშვილი 20% ,
იათამზე ქავთარაძე 5% ,
თემური პირველი 30% ,
ნესტან თოდუა 5%
გენრიხ ხერგიანი 2.5% ,
მზევინარი ხერგიანი 15%

ცნობისათვის, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ, სსკ-ის 108 – ე განზრახ მლვლელობა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები