რუსთავში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
რუსთავში, ქვეითად მოსიარულე 67 წლის ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უწყების ცნობით, მძღოლი რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მისი ვინაობა ამ დროისთვის დადგენილია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.