ხათუნა ცხადაძის ლექცია: „პაზოლინი – ქალი, კაცი, ნორმა“ გაიმართება

21 მარტს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ხათუნა ცხადაძის ლექცია – „პაზოლინი – ქალი, კაცი, ნორმა“ გაიმართება.
როგორც მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაზოლინი მაშინ ლაპარაკობდა სხეულზე, სექსუალობაზე, ძალაუფლების მიერ „კოლონიზებულ“ სხეულზე, სანამ ევროპაში 68 წელი დადგებოდა. იქამდე, სანამ იტალიის ფემინისტური მოძრაობა და სამოქალაქო აქტივიზმი ტაბუს ახსნიდა ამ თემებს.
პიერ პაოლო პაზოლინიმ პოეზიით დაიწყო. იტალიის უდიდესმა პოეტებმა სულ ახალგაზრდას უწოდეს მას „დიდი პოეტი“, არადა, იტალიურის არმცოდნეთათვის დღემდე თითქმის უცნობია ის, რითიც ყველაზე ძვირფასია პაზოლინი თავის ქვეყანაში. პაზოლინი მეოცე საუკუნის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიტერატორად და ინტელექტუალად ითვლებოდა, მაგრამ მხოლოდ იტალიაში, სანამ თავისი „უთარგმნელი“ ლიტერატურული ენიდან იმ ენაზე არ გადავიდა, რომელსაც თარგმნა საერთოდ არ სჭირდება: კინოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები