ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი” განაცხადების მიღებას იწყებს

20 მარტიდან თეატრალური პრემია „დურუჯი” 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრსა და თეატრალური სფეროს პროფესიონალთა ჯგუფს შეუძლია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, ფულად პრემიასთან ერთად, სპონსორებისგან დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. ამასთან, საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური ფულადი პრემია გაიცემა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 აპრილია.
წელს თეატრალური პრემია „დურუჯი” 10 წლის ხდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაჯილდოების ცერემონიალი ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება. გამარჯვებულებები სწორედ ამ ცერემონიალზე გამოცხადდება.
საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი”, კომპანია „რედიქსის” ხელშეწყობით, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს პრემია „დურუჯს” 2008 წლიდან გადასცემს. პრემია 5 ნომინაციაში გაიცემა. იგი მიზნად თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები