ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სარაევოს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით „დუპლეტი“ წარდგა.
სპექტაკლი ,,დუპლეტი“ ორმოქმედებიანი დრამაა და ორი მწერლის – ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესებს აერთიანებს. სპექტაკლი იმ ღირებულებებზეა, რაც ადამიანს გააჩნია: თავისუფლებისთვის ბრძოლა, ღირსების დაცვა და დემოკრატიის მონაპოვარის გაფრთხილება საკუთარი მსხვერპლშეწირვით.
სპექტაკლი 2012 წელს მესხიშვილის თეატრში დაიდგა. დამდგმელი რეჟისორია მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე. მონაწილეობენ მსახიობები: დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და ელზა სულაძე.
სარაევოს საერთაშორსო ფესტივალი „Sarajevo Winter“ მსოფლიოს ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ტრადიციული შეხვედრის ადგილია. 29- წლიანი არსებობის მანძილზე ის ქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1298 საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა 3721–ზე მეტი გამოფენა და წარმოდგენა, რომელსაც დაესწრო 3.145.000 ვიზიტორი და მასში მონაწილეობა მიიღო 33.830-მა მონაწილემ. ფესტივალმა „Sarajevo Winter“ მიიღო მრავალი საერთაშორისო ჯილდო და ტარდება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის, იუნესკოს, ბოსნია და ჰეცოგოვინას ფედერაციის, პრეზიდიუმის, მინისტრთა საბჭოს, სარაევოს ოლქის, ქალაქ სარაევოსა და სტარი გრადის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები