ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

„ივენთ ჰოლში“ ზურაბ ვადაჭკორიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის მხარდაჭერით და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ხელშეწყობით მოეწყო.

საღამოზე  ესტრადის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა ცნობილი ქართველი ილუზიონისტის  შემოქმედებითი ცხოვრება გაიხსენეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები