„ვერ მოვახერხე ამ უიღბლო მარადი ჭაბუკის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენება. ეს დიდი სირცხვილია“…

ჟურნალისტი და ლიტერატორი თამაზ ტყემალაძე მირზა გელოვანის ბელორუსიიდან სამშობლოში გადმოსვენების შესახებ წერს და საბანკო ანგარიში ახსნის წინადადებით შემოდის.
„კვირა“ მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ მირზა გელოვანს მოიგონებდნენ წმინდა  სამების დარბაზში… 40 წელია, რაც შემთხვევით მივაგენი განმარტოებით მდებარე მის უნიშნო საფლავს ბელორუსიაში. ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები ავიკელი… ვერ დავაინტერესე „ელიტარული“ გვამები…. ვერ მოვახერხე ამ უიღბლო მარადი ჭაბუკის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენება. ეს დიდი სირცხვილია… მირზას გადმოსვენებით სამშობლოს სიმბოლურად დაუბრუნდებოდა ამ ომში დაღუპული 300 000 ქართველი… მერე და ვის ესმის ეს? რას მიაღწევს ასეთი საქართველო? თუმცა იმედს არ ვკარგავ… ეგებ საბანკო ანგარიში გავხსნათ, ყველამ მცირედი გავიღოთ…ჰა?“ – წერს თამაზ ტყემალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები