მსოფლიო მიმების პირველ პრესკონფერენციაზე ამირან შალიკაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს

მსოფლიო მიმების პირველ პრესკონფერენციაზე ქართული პანტომიმის ფუძემდებელი – ამირან შალიკაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.
მსოფლიო პანტომიმის კონფერენცია ბელგრადიში, სერბეთში 21- 23 მარტს გაიმართება.
როგორც „კვირას“ პანტომიმის თეატრიდან აცნობეს, მსოფლიო მიმების ასოციაციის მიზანია, პანტომიმის, თეატრისა და ცეკვის პროფესიონალების გაერთიანება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული თეორიტიკოსების, პროდიუსერების, აგენტების ერთ სივრცეში შეკრება და პანტომიმის ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღვივება.
14 ქვეყნის მაღალი დონის პროფესიონალებთან ერთად, კონფერენციაზე საქართველო VIP სტუმრის სტატუსით წარდგება. ბელგრადის კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ჩარლი ჩაპლინის, მარსელ მარსოს, ამირან შალიკაშვილის და პანტომიმის დარგის სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების მიერ შექმნილი ხელოვნების განვითარების გეგმები წარმოადგენს.
ქართული პანტომიმის დამფუძნებელთან ერთად, კონფერენციას საქართველოს პანტომიმის თეატრის დირექტორი – ამირან შალიკაშვილი-ჯუნიორიც დაესწრება, რომელიც საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგება და ქართული პანტომიმის წარმატებასა და განვითარებაზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები