„ბიბლუსი გალერეაში“ ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართება

21 მარტს, 20:00 საათზე,  „ბიბლუსი გალერეაში“ვახტანგ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით გაიმართება.
ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი.
მიღებული აქვს: ლიტერატურული პრემია – „გალა“ (2008) ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი წიგნისათვის „უცნობი“;
ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2011);
წიგნისთვის „ელეგია“ 2017 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემიები – „ლიტერა“ და „საბა“ (ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები