ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენა მაისში გაიმართება

შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, 2016 წლის გაზაფხულიდან ,,ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. წიგნის გადაწერის პროცესი უკვე დასრულებულია.
„ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობდა. ნაშრომს ფართო საზოგადოება, სავარაუდოდ, მაისში იხილავს.
ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი“ დღეს კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურის მერს – პაატა ნადირაძეს წარუდგინეს. მერმა ნაშრომი მოიწონა და წიგნის პრეზენტაციისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მაია ტყემალაძე, პროექტის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი: „ახლად შემოსილი ,,ვეფხისტყაოსანი” თითქმის დასრულდა. სულ მალე, იგი ხატმწერ შალვა გერაძის (ვინც წიგნის ჭედური ყდა შექმნა) სახელოსნოდან ჭიათურაში გადმოინაცვლებს. მაისში კი მთელი ერი ერთად ვიზეიმებთ გაუხუნარი გაგძთაგანძის სახეცვლილად მოვლინებას. მადლობა ყველა მხარდამჭერს. ,,ოქროს ასოებით” ჩაწერილ მათ სახელებს წიგნი შთამომავლობას ლამაზად შემოუნახავს… თანადგომისათვის დიდი მადლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ პაატა ნადირაძეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები