წალენჯიხაში, ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომობილის ძარაზე, საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, 4.3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და ძელაკი აღმოაჩინეს, რომელიც კაბინის უკანა მხარეს და ძარის ჭერის მთლიან სიგრძეზე შენიღბულად იყო განთავსებული.

მძღოლმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები