ოკუპანტებმა ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია დააკავეს

„ცხელი ხაზის“ მეშვეობით საქართველოს მოქალაქის, გიორგი ზარანდიას უკანონოდ დაკავების ფაქტი დადასტურდა, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გიორგი ზარანდიას უკანონოდ გატაცების ფაქტის შესახებ ევროკავშირი უკვე ინფორმირებულია.
„ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა საქართველოს მოქალაქის, გიორგი ზარანდიას უკანონოდ დაკავების ფაქტი. აღნიშნული პიროვნება დაკავებულ იქნა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.
ინფორმაცია მიწოდებულია ევროკავშირისთვის და სუს-ი მუშაობს ხსენებული პირის გათავისუფლების საკითხზე“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ცნობისთვის, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები