ახმეტაში კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო.
გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო აღნიშნულ პროგრამაში რეგისტრაციას ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 19 მარტამდე აცხადებს.
პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.
თუ კოოპერატივის ან/და მის მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.
მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 1000 სული ცხვარი (ნერბი).

საუბარი შეეხო ასევე მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებში დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა, რომლის გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.
დადგენილი კრიტერიუმებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივში გაერთიანებული კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა.
კიდევ ერთი პროგრამა რომლის შესახებაც შეხვედრაზე ისაუბრეს არის მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს.
დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა – გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება უნდა უზრუნველყოს.

გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარ საწარმოში გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები