შვედეთში გასამართლებულ ქართველებს სამშობლოში დააბრუნებენ

შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ შვედეთში გასამართლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. მან და საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისი და სტოკჰოლმი საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობას გააფართოვებენ.

“საქართველო მზად არის, შვედეთის ციხეებში მყოფი ქართველები სამშობლოში დააბრუნოს. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისსა და სტოკჰოლმში, საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, თანამშრომლობა გაფართოვდება.

მოლაპარაკებები 10 წელი უშედეგოდ მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოს შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ამ კუთხით გარღვევა მოხდა და ხელშეკრულებას ხელი ერთ-ორ თვეში მოეწერება, ძალაში კი დაუყოვნებლივ შევა”, – განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები