მამუკა არეშიძე: რუსეთთან მიმართებაში მთავარია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყოს აქტიური და ინიციატივიანი

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. არეშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მიმართებაში მთავარია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყოს აქტიური და ინიციატივიანი.
ექსპერტის თქმით, თუ როგორ ფორმას აარჩევს ხელისუფლება ოკუპანტთან ურთიერთობისთვის, ეს არის ტექნიკისა და მეთოდოლოგიის საქმე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს მოლაპარაკებები და ჰქონდეს კომუნიკაცია ოკუპანტებთან, იმისათვის, რომ რაღაც შედეგი ჰქონდეს და სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბევრ ქვეყანაში, ორ უბრად მყოფ ქვეყანას შორის, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები კომუნიკაციისათვის. საქართველოდან კი, ხშირ შემთხვევაში, ვისაც არ ეზარება, ცდილობს რომ შექმნას მომლაპარაკებლის იმიჯი რუსეთთან და ილუზორულ სიტუაციას ქმნის, თუმცა, ეს არ ეხება არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსს“ და ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაციას, ხშირ შემთხვევაში ასეთი პოლიტიკური პარტიებიც გამოიყენება ხელისუფლების მხრიდან საკომუნიკაციო არხებისთვის. ქვეყანას რაც წაადგება ის უნდა გავაკეთოთ და ასეთი ფორმაც ვარგა, როდესაც ოპოზიციური პარტიების მეშვეობით ან სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით ელაპარაკები მტერს, თუნდაც საწყის ეტაპზე, ხანდახან არ ვარგა“, – განაცხადა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები