ირაკლი აბუსერიძე: „სითი პარკი“ წლების განმავლობაში არაჯეროვნად ასრულებდა კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს

პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეხმაურება.
მისი თქმით, კომპანია „სითი პარკი“ წლების განმავლობაში არაჯეროვნად ასრულებდა კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და საჯარო ინტერესებს.
“სრულიად მოუწესრიგებელი იყო პარკირების სისტემა, კერძო კომპანია ორიენტირებული იყო მხოლოდ მოქალაქეების დაჯარიმებაზე, მათი არაკეთილსინდისიერი მიდგომები დისკომფორტს უქმნიდა თბილისელებს. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებას, თბილისის ახალმა მერმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სამომავლოდ მაღალი სტანდარტების შესაბამისი, გაცილებით ეფექტური პარკირების მომსახურებით ისარგებლებს”, -განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს.
კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები