არჩილ კაიკაციშვილი: კახა კალაძის გადაწყვეტილება აფრთხილებს ბიზნესს, რომ შეუძლებელი არაფერია

“თბილისის მერიასა და კომპანია C.T.PARK-ს შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისის მერის, კახა კალაძის სწორი ნაბიჯია, რომელიც ბიზნესის მიმართ მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს და კომპანიების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შეურიგებლობას ეხმაურება”, ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, კახა კალაძის გადაწყვეტილებას აქვს საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე.

“კალაძე, როგორც მმართველი პარტიის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მიღებული გადაწყვეტილებით ხაზსს უსმევს მისი გავლენების სფეროს და ამ პროცესში, ფრთხილ და დროულ ნაბიჯებს დგამს. კახა კალაძე კომპანია C.T.PARK-თან გაწყვეტილი ხელშეკრულებით, სრულიად პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გაწყვეტილი ხელშეკრულებაც მისი ერთ-ერთი მონაწილე მხარის – სახელმწიფოს მხრიდანაც იურიდიულად დასაბუთებულია. კახა კალაძე, მიღებული გადაწყვეტილებით საქმიან და პოლიტიკურ სფეროს მოღვაწეებს აფრთხილებს, რომ პრობლემების მიმართ გააჩნია გადაწყვეტის უნარი, პრობლემის მნიშვნელობის, მასთან დაკავშირებული ფაქტორებისა თუ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებთან ღია კონფლიქტში შესვლის მიუხედავად. თბილისის მერი ანალოგიურ პრინციპულობას გამოიჩენს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართაც, რომელიც აცხადებს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებაზე მერიიდან მიღებული 2 მილიონი ლარის განკარგვაზე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის”,- ნათქვამია განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია კომპანია C.T.PARK-თან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი წარიმართოს კანონისა და ვალდებულებების სრული დაცვით.

“კახა კალაძის, როგორც პოლიტიკოსის მოვალეობაა, ამ პროცესში მაქსიმალურად წარმოაჩინოს, თუნდაც არაკეთილსინდისიერი ბიზნესის უფლებების დაცვა. დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მთლიანად მოსაწესრიგებელია. საჭიროა ახალი რეგულაციები და სტანდარტები. ამასთან, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიმართ, ახალი რეგულაციების მიღებამდე დაკისრებული უფლებამოსილება, ვინაიდან არ მოხდეს იდენტური პრობლემების გამოწვევა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლიდან აქტიურად სწავლობდა თბილისის მერიასა და კომპანია C.T.PARK-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების სამართლებრივ მხარეს და ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დადებული ხელშეკრულების ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოა”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები