გიორგი ხატიძე: კახა კალაძის გადაწყვეტილება ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს

კახა კალაძის გადაწყვეტილება თბილისში სწორედ ისეთი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც არ იქნება ორიენტირებული უსამართლო ჯარიმების გამოწერაზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ განაცხადა.
ხატიძემ მერიის ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.
მისი თქმით, კალაძის გადაწყვეტილება ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს.
“კახა კალაძის გადაწყვეტილება თბილისში სწორედ ისეთი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც არ იქნება ორიენტირებული უსამართლო ჯარიმების გამოწერაზე, არამედ მოტივირებული იქნება ხელი შეუწყოს თანამედროვე, გამართული სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებას და ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნას. ჩვენი დედაქალაქისთვის საჭიროა თანამედროვე, ეფექტიანი და ამავდროულად სამართლიანი პარკირების სისტემა”, – განაცხადა ხატიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს.
კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები