კონსტანტინე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე, ოჯახს ხელისუფლებასთან, ვერსიების დონეზე საუბარი არ შეუძლია

“24-წლიან საგამოძიებო პროცესში გუგუშვილს არც ერთხელ არ მიუცია ჩვენება საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის, ვინაიდან ის ამბობდა, რომ ეს საგამოძიებო ორგანოები უკანონო ხელისუფლების ნაწილია და თვითონ იყო კანონიერი ხელისუფლება საზღვარგარეთ. მისგან ეს განცხადებაც გასაკვირია, რატომ ითხოვს შედეგების გასაჯაროებას”,-ამის შესახებ პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, გუგუშვილის ამგვარი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე პიარია.
როგორც გამსახურდიამ აღნიშნა, ბესარიონ გუგუშვილი იმასაც კი ამბობდა, რომ ეს საქმე არ უნდა გამოძიებულიყო და ხელი მოუწერია რაღაც დოკუმენტისთვის, რომელსაც მაშინდელი უკანონო ხელისუფლების ე.წ პრემიერი ავთანდილ მარგიანი აწერდა ხელს.
“ჩართულები ვართ ამ პროცესში, ვინაიდან პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო. რაც შეეხება ე.წ სამი მოწმის განცხადებას, ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და შალვა გვანცელაძე ამჟამად საქართველოდან არიან გასულები. თუმცა, ისინიც ეხმიანებიან ამ პროცესს ემიგრაციიდან. 24-წლიან საგამოძიებო პროცესში გუგუშვილს არც ერთხელ არ მიუცია ჩვენება საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის, ვინაიდან ის ამბობდა, რომ ეს საგამოძიებო ორგანოები უკანონო ხელისუფლების ნაწილია და თვითონ იყო კანონიერი ხელისუფლება საზღვარგარეთ. მისგან ეს განცხადებაც გასაკვირია, რატომ ითხოვს შედეგების გასაჯაროებას. საქმის გასაჯაროება კი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ ხერხდება, რომ დაზარალებულს აქვს საქმის გაცნობის საშუალება მაგრამ შედეგების გასაჯაროების უფლება არა. ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოსთან დავა გვაქვს იმაზე, რომ მათ მოგვცენ ჩვენ იმისი საშუალება, რომ მოხდეს საქმის ქსერო-კოპირება. გუგუშვილის განცხადება კი პიარია, თუ მას სურდა ამ საქმის წარმატება უნდა ეთანამშრომლა ხელისუფლებასთან. იმასაც კი ამბობდა, რომ ეს საქმე არ უნდა გამოძიებულიყო და ხელი მოუწერია რაღაც დოკუმენტისთვის, რომელსაც მაშინდელი უკანონო ხელისუფლების ე.წ პრემიერი ავთანდილ მარგიანი აწერდა ხელს”,-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან ვერსიების დონეზე საუბარი არ შეუძლია ოჯახს. როგორც მან აღნიშნა, დასკვნაში ნათქვამია, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია და მკვლელობა აშკარაა. თუმცა, როგორ და რანაირად, ამაზე ოჯახის წევრები ვერ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტში, სადაც საუბარი იყო 24 წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის უცნობ ფაქტებზე, ბესარიონ გუგუშვილი საგამოძიებო უწყებას სთხოვს, გამოიძიონ და გაასაჯაროვონ პირველი პრეზიდენტის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიებისას დაშვებული შეცდომები.
ბესარიონ გუგუშვილმა გვარები არ დაასახელა, თუმცა, მისივე თქმით, საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეს – ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსს, რობიზონ მარგველანს, კარგად ახსოვს, ვინ წავიდა ექსპერტიზის წინააღმდეგ.
სამივე მთავარი მოწმე ამტკიცებს, რომ ექსპერტიზისა და გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები