კახა კალაძე: ”სვეტს”, შეცდომების გამოსწორების შემთხვევაში, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა

“კომპანია ”სვეტს” მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენ მიერ მითითებული შეცდომები და გამოსწორების შემთხვევაში, მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „სვეტისთვის” მშენებლობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დარღვევები არის ორი მიმართულებით. როგორც კალაძემ განმარტა, ერთი უნებართვო მშენებლობა, მეორე კი სახანძრო უსაფრთხოებაა.
“ამ კონკრეტულ კომპანიას არ ჰქონდა მშენებლობის ნებართვა კონკრეტულ ადგილებზე, თუმცა ახორციელებდნენ მშენებლობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მეორე დარღვევა არის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში შევიტანეთ ცვლილება ისევ და ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ძალიან ცუდია არსებული სიტუაცია. კომპანიას მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენ მიერ მითითებული შეცდომები. გამოსწორების შემთხვევაში, მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერავის მივცემთ უფლებას, უკანონო მშენებლობები აწარმოოს. ვხედავთ სადამდე მივედით და რა მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები