ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულს ტრავმები თავის არეში აქვს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მშენებარე ობიექტზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები